თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„ყველაფერს ყოველთვის სხვას აბრალებს“ | კვიპროსში ქეცბაია გააკრიტიკეს

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივნის ყოფილმა ასისტენტმა, გიორგოს ფანტაროსმა თემურ ქეცბაია გააკრიტიკა. ფანტაროსი ქართველი სპეციალისტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქეცბაიამ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კვიპროსის საფეხბურთო ნაკრები უნდა დატოვონ.

„თემურ ქეეცბაიას განცხადებების გამო ძალიან ვწუხვარ. ის არის ადამიანი, რომელსაც თვითკრიტიკა არ გააჩნია და ყველაფერს ყოველთვის სხვას აბრალებს. არ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა მარტო მისი ბრალია, მაგრამ თემური ყველაფერში გარე ფაქტორებს ადანაშაულებს.

ბატონი ქეცბაია მაიძულებს ვთქვა, რომ მან სერიოზული ფიასკო განიცადა, როგორც გუნდის თამაშთან, ისე ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურად მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი ეროვნული ნაკრები ტრაგიკულ ეტაპზე იმყოფება და მთავარი მწვრთნელით დაწყებული, გუნდში მომუშავე ყველა ადამიანი უნდა წავიდეს.

ქეცბაიასი გვჯეროდა და მხოლოდ მისი გაშვება საკმარისი არ იქნება. კორუფციული სისტემა უნდა შევცვალოთ და ასე არ უნდა გაგრძელდეს. მთელი ქვეყანა შეურაცხყოფილი ვართ. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ? ღმერთო ჩემო... ჩაკეტილები ვართ სისტემაში, რომელიც გვგონია, რომ მუშაობს და ამის შეცვლაა საჭირო“.

რა თქვა თემურ ქეცბაიამ

„რა თქმა უნდა თერთმეტივე ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ფიქრობდა. ფეხბურთი არ ესმით მათ, ვინც თვლის რომ შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. ისინი მხოლოდ საუბრობენ, არაფერი გაუკეთებიათ. გსურდათ ესპანეთთან შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა? ეს სერიოზულია? ასე ცოტა იცით ფეხბურთის შესახებ? სწორედ ამიტომ სხედხართ სახლებში და რაც ყველას შეუძლია გააკეთოს, სხვისი გაკიცხვაა, სხვისი კრიტიკაა. თუ მათ მწვრთნელის სკამზე ყოფნა სურთ, ამისთვის რა გაუკეთებიათ? სულ მცირე მე მათზე მეტი გავაკეთე. საუბარი ძალიან ადვილია. ჩვენი თამაში წარუმატებელია, მაგრამ როცა ამ ჯგუფში ჩემგან რაღაცას ითხოვ, ფეხბურთი არ გესმის. სამწუხაროდ, ბევრი სახლში დივანზე ზის და გვაკრიტიკებს. არ მადარდებს, არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვუსმენ რადიოს და არც სხვა რამეს’’.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას კვიპროსმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო 0 ქულით დაასრულა, 3 გოლი გაიტანა და 28 გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიას გარდა კიდევ 4 დამნაშავე იყო, კვარა ერთ-ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„გარსიას გარდა კიდევ 4 დამნაშავე იყო, კვარა ერთ-ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი