რამაზ სვანაძე, გიორგი აბუაშვილი, გიორგი კვერნაძე, ვასილიოს გორდეზიანი, ჯადული იობაშვილი
Aa
Aa

გორდეზიანი ტრავმირებულია - საკადრო პრობლემა სვანაძის გუნდში

CrystalSport-ის ცნობით, პაოკ-ის ქართველმა ფორვარდმა ვასილიოს გორდეზიანმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს. 21 წლის თავდამსხმელი პაოკ-ის მეორე გუნდში თამაშისას ლარისას აელ-თან შეხვედრაში, მე-13 წუთზე დაშავდა. ბერძნულ მედიაში დაიწერა, რომ მან მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რამაზ სვანაძემ გორდეზიანთან ერთად ფორვარდის პოზიციაზე გიორგი კვერნაძე, ჯადული იობაშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოიძახა. ამ ეტაპზე გორდეზიანის ალტერნატივა აღნიშნული სამი ფეხბურთელია, თუმცა მათგან სუფთა ცენტფორვარდი მხოლოდ იობაშვილია, რომლის გოლით მიმდინარე შესარჩევ ციკლში მოლდოვა სტუმრად დავამარცხეთ.

ტრავმის გამო გორდეზიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრას გამოტოვებს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ, მან ტრავმის გამო ნიდერლანდებთან და შვედეთთან დაპირისპირებებიც გამოტოვა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა გიბრალტართან და მოლდოვასთან. გიბრალტართან მოგებულ მატჩში ზურაბ რუხაძის საგოლე პასით გოლი გაიტანა, ეს შეხვედრა რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2:0 მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 16 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

ამ სეზონში პაოკ-ის B გუნდში გორდეზიანმა 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, ტრავმის გამო ოქტომბერში 2 საკლუბო და 2 სანაკრებო მატჩი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები