ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ტაქტიკურ დავალებებში კარგად ვერ გაერკვა - სანიოლმა სიგუაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხზე'' პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა გაბრიელ სიგუას ეხებოდა. ტაილანდთთან მატჩის წინ სანიოლმა განაცხადა, რომ გაბრიელს სასტარტოში დააყენებდა, თუმცა სასტარტოს მიღმა დატოვა, რადგან მატჩისწინა ვარჯიშზე ტაქტიკურ დავალებებს თავი კარგად ვერ გაართვა.

ვილი სანიოლი:„შესაძლოა, არასწორად მოვიქეცი, როცა ვთქვი რომ სიგუა ტაილანდთთან სასტარტოში ითამაშებდა. ჩაფიქრებული მქონდა, რომ ის გარკვეულ დროს გაატარებდა მოედანზე. მატჩის წინ ტაქტიკური ვარჯიში გვქონდა, ამ ვარჯიშისას მისი მიდგომით კმაყოფილი არ ვიყავი და ამიტომ არ დავაყენე სასტარტოში, დავალებებში კარგად ვერ გაერკვა. განსხვავებული პროფილის ნახევარმცველია და თუ საკლუბო დონეზე წინსვლას გააგრძელებს, ის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

სიგუა ნაკრების მომავალია, კარგ გუნდში თამაშობს, ამიტომ არის ჩვენთან, თუმცა ცხადია მან ბევრი უნდა ისწავლოს, ბევრი უნდა იშრომოს და გაიზარდოს."

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო შოტლანდიას მიიღებს (16 ნოემბერი), დასკვნით ტურში ესპანეთს ესტუმრება (19 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები