კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: უნდა გამეტანა და ყველაფერი გადამეწყვიტა

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ თავისი თამაში შეაფასა.

- როგორ ფიქრობთ, საკმარისად გამოიჩინეთ თავი ამ დაპირისპირებაში?

„ვცდილობდი გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი. თუმცა ეს არ იყო საკმარისი.

რაც შეეხება შეტევაში ეფექტურობას, ვფიქრობ, რომ პირველი სამიზნე ვხდები. მე ვარ ის ბიჭი, რომელსაც გოლების გატანა და შანსების შექმნა შეუძლია და ეს უნდა. როდესაც ეს ყველაფერი მუშაობს, მე ვიღებ მთელ დიდებას. როცა საქმე არ გამომდის, მიწევს კრიტიკის მიღება. ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს.

მე ვარ პირველი, ვისაც ამ მატჩში გოლი უნდა გაეტანა და ყველაფერი გადაეწყვიტა. ეს არის ცხოვრება, მეც და გუნდიც უნდა გავუმკლავდეთ ამას“,

- განაცხადა მბაპემ.

მბაპეს ბოლო დროს დიდი კრიტიკა უწევს. კილიანსა და უსმან დემბელეს L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 2 დაუწერა.

უდიდესი ალბათობით „დორტმუნდთან“ შეხვედრა მბაპესთვის პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო მატჩი იყო. ფრანგი ფორვარდი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდის ლიდერებს მხოლოდ ამ პირობით გაუშვებენ | მამარდა და ვალენსიას გეგმები
გუნდის ლიდერებს მხოლოდ ამ პირობით გაუშვებენ | მამარდა და ვალენსიას გეგმები