ირჟი პროჰასკა, ალექს პერეირა
Aa
Aa

პერეირამ პროჰაზკა დაანოკაუტა და ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახდა

UFC 295-ის მთავარ ბრძოლა ალექს პერეირასა (9-2) და ირჟი პროჰაზკას (29-4-1) შორის შედგა, რომელიც ქვემძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის შედგა.

ორთაბრძოლა პერეირამ მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა. გარდა ამისა ალექსი UFC-ის ისტორიაში მე-10 მებრძოლი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა 2 დივიზიონში მოიპოვა.

რაც შეეხება ბრძოლის სცენარს, თავიდან ორივე მათგანი პრაგმატულად მოქმედებდა, თუმცა პირველ რაუნდში გარკვეულწილად უპირატესობას პროჰაზკა ფლობდა, რომელიც ასევე აქტიური იყო მეორე რაუნდის სტარტზეც.

პარტერში გადაყვანა, სახეში დარტყმის მცდელობები - პროჰაზკა აქტიურობდა, თუმცა პერეირასთვის შესამჩნევი ზიანის მიყენება ვერ შეძლო. ზედმეტად შემტევმა სტილმა მისი თავდაცვა ღია დატოვა და მარცხენა ჰუკი გაატარა, რამაც ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

ალექს პერეირას მარცხენა ჰუკმა პროჰაზკა გათიშა. დარტყმების სერია და არბიტრმა ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

პერეირამ UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა და მე-2 ქამარი მოიგო. გამარჯვების შემდგომ მიცემულ ინტერვიუში მან ისრაელ ადესანია გამოიწვია:

„ადესანია, მოდი მამასთან“,

- მიმართა პერეირამ. ვნახოთ როგორი იქნება ორგანიზაციისა და თავად ადესანიას პასუხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა