დინამომ შუქურა დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება
Aa
Aa

დინამომ შუქურა დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, „დინამო თბილისი“ საკუთარ კედლებში „შუქურას“ დაუპირისპირდა. ქობულეთელებმა დედაქალაქელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ქულები ვერ დააკარგვინეს და 2:4 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-4 წუთზე, უსმანე კამარას გადაცემით დავით სხირტლაძემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მე-10 წუთზე, „შუქურამ“ წონასწორობა აღადგინა. ქობულეთელთა კუთხურს გიორგი გოგოლაშვილის თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა.

28-ე წუთზე, სხირტლაძემ კამარას ვალი დაუბრუნა და უსმანემ „დინამო თბილისი“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. პირველი ტაიმის დამატებულ მესამე წუთზე კი თავი საბა ხვადაგიანმა გამოიჩინა და დედაქალაქურმა კლუბმა საწყისი 45 წუთი 3:1 მოიგო. მატჩის 52-ე წუთზე, გია აფხაზავამ „შუქურას“ ჩამორჩენა ერთ გოლამდე დაიყვანა, თუმცა 90-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

დღეს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „დილამ" „სამტრედიას“ 2:1 სძლია, ხოლო „თელავისა" და „ტორპედოს" დაპირისპირება ქუთათურებმა 2:1 მოიგეს.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა