მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

ოფიციალურად - შონ ომალი ქამარს ჩიტო ვერასთან დაიცავს

ცოტა ხნის წინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტუა, რომ სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას მარლონ „ჩიტო“ ვერასთან გამართავს.

უაითის ინფორმაციით, მებრძოლები ერთმანეთს მარტში, UFC 300-ის ღონისძიებაზე დაუპირისპირდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამავე წონის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლის მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ ქამრისთვის ბრძოლაში მერაბის ახლო მეგობარი და ამ წონის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა. ამის შემდეგ „ქართველი მანქანა“ ომალისთან ბრძოლას აქტიურად ითხოვდა, ახალი ჩემპიონი კი ჩიტო ვერასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა, რომელიც საბოლოოდ UFC-იმ დაუკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლას 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა