ლუის სუარესი
Aa
Aa

ESPN: იანვარში სუარესი ინტერ მაიამის ფეხბურთელი იქნება

ლუის სუარესის კარიერა უდიდესი ალბათობით MLS-ში კერძოდ კი „ინტერ მაიამიში“ გაგრძელდება.

ბოლო დროინდელი ცნობების შემდეგ, ამჯერად ESPN-ი დარწმუნებით წერს, რომ ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, დევიდ ბექჰემის კლუბი 36 წლის ურუგვაელ თავდამსხმელთან კონტრაქტზე შეთანხმდა, მხოლოდ მისი გაფორმება რჩება. კონტრაქტი გაგრძელდება ერთი წლით, რომელშიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოპცია იქნება.

„ელ პისტოლერო“ „გრემიოს“ დეკემბერში დატოვებს, როდესაც სეზონი დასრულდება. ბრაზილიური კლუბი თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე დათანხმდა.

ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატში ურუგვაელმა 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ დევიდ ბექჰემის მორიგი სამიზნე, ამჯერად 2024 წლის ზაფხულში ლუკა მოდრიჩი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესსა და ვილას გაასწრო - მამარდას მორიგი აღიარება ვალენსიაში
კანისარესსა და ვილას გაასწრო - მამარდას მორიგი აღიარება ვალენსიაში