პოლ მერსონი
Aa
Aa

„ტენ ჰაგი ყოველ კვირა გაქვავებული სახით კევს ღეჭავს, რაღაც უნდა შეიცვალოს“

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა პოლ მერსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კრიზისზე ისაუბრა.

„მანკუნიანელებმა“ გუშინ ინგლისის ლიგის თასზე „ნიუკასლთან“ შინ 0:3 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„ეს შოკისმომგვრელი მარცხი იყო. ძალიან ცუდი. მათ თამაშში იდეები კვლავ არ იყო. ამას წლების განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედზე მუდმივად ამბობდნენ. არ აქვთ ხასიათი, გაუგებარია რის გაკეთებას ცდილობენ. როდესაც სხვა გუნდებს უყურებ, ხედავ, რის გაკეთებას ცდილობენ. ნახევარდაცვაში დომინირებდნენ ჯო უილოკი, შონ ლონგსტაფი და ჯოელინტონი.

ნიუკასლმა წინა მატჩის შემდეგ, რვა ცვლილება განახორციელა და იუნაიტედი 3-0 დამარცხდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელები დაკარგა. მატჩების წაგება მრავალი გზით შეიძლება და ყველა წააგებს, მაგრამ ნიუკასლისთვის ყველაფერი ძალიან ადვილი იყო.

ისინი ამაღამ ოლდ ტრაფორდზე გაგიჟებულები უნდა შესულიყვნენ, მაგრამ უბრალოდ გავიდნენ და ითამაშეს. სახე, რომელსაც ყოველ კვირას ვხედავ, არის ტენ ჰაგის გამომეტყველება - საღეჭი რეზინი და გაქვავებული სახე. სულ ამას ვხედავ, მათ რაღაც უნდა გააკეთონ.

ვიცი, გაზეთებში წავიკითხე, რომ ტენ ჰაგის დათხოვნას გეგმავენ და შეიძლება მისთვის ამისათვის 15 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწიოთ. შეიძლება თქვან, რომ ეს ბევრია, მაგრამ 80 მილიონს იხდიან ჯეიდონ სანჩოში და მას არ ათამაშებენ.

კულისებში არსებულ ტოქსიკურ ატმოსფეროს ყურადღებას არ ვაქცევ. მე უფრო მაინტერესებს რა ხდება მოედანზე. რომ არა ბოლო წუთებზე მოგერიებული პენალტი, ისინი შინ კოპენჰაგენთან ფრედ ითამაშებდნენ.

ჩემი აზრით, ტენ ჰაგი სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელები მას უნდა შეხვდნენ და დაადგინონ, რას გააკეთებენ“.

- თქვა მერსონმა Sky Sports-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდის მთავარი პრობლემა და გადამწყვეტი ფეხბურთელები | ჯაკერინიმ კვარა გამოარჩია
გუნდის მთავარი პრობლემა და გადამწყვეტი ფეხბურთელები | ჯაკერინიმ კვარა გამოარჩია