ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია: კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია

რუდი გარსიამ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენს უშუალო კონკურენტს შინ ვეთამაშებით და მოგების დიდი სურვილი გვაქვს. წლევანდელი ნაპოლი და მილანი გასული სეზონის ვერსიებისგან განსხვავდება და ახლა სულ სხვაგვარი მატჩი იქნება.

პირველ რიგში საკუთარ მოედანზე თამაშის გაუმჯობესება გვმართებს. სტუმრად გამართულ მატჩებში ნაკლები პრობლემები გვაქვს.

კვარა და ლეაო? პორტუგალიელი ბრწყინვალე მოთამაშეა, თუმცა მილანში მხოლოდ ის არ თამაშობს. პულიშიჩი, ჟირუ და სხვა მაღალი დონის შემტევები არიან. ჩვენ მათ ფორვარდთა სამეულზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავანეიტრალოთ ისინი.

ხვიჩა მარიო რუსითან ერთად უფრო ეფექტურია? არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ხვიჩა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია. კვარაცხელიას მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია.

მილანთან შეხვედრაში ველი, რომ ჩვენი გარემარბები - ხვიჩა და პოლიტანო შანსებს შექმნიან და განსხვავებას შექნიან. გუნდის მთავარი იარაღი სწორედ ჩვენი ფლანგის შემტევები არიან. მათ გააქვთ გოლები, აკეთებენ საგოლე გადაცემებს, სწორედ ამიტომ ხვდებიან ასე ხშირად სასტარტოში.

ანგისას დაბრუნება? კაიუსტე ვერონასთან შეხვედრაში საუკეთესოთა შორის იყო. ბერლინში კი ელმასმა ითამაშა კარგად. ანგისა 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. თუ დაიწყებს, მოუწევს რომ მეორე ტაიმში შეიცვალოს ან თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთოს.

ინტერი სკუდეტოს მთავარი ფავორიტი? ეს კითხვა ჩვენს მატჩთან არანაირ კავშირშია. ჯერ ჩემპიონატის მეოთხედიც არ გასულა, ყველაფერი წინ არის“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში ისიც კი არ იციან, რომ მიქაუტაძე ფორვარდია“ - ნიდერლანდელი ანალიტიკოსი
„აიაქსში ისიც კი არ იციან, რომ მიქაუტაძე ფორვარდია“ - ნიდერლანდელი ანალიტიკოსი