ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: ყველაზე მეტად მატჩის შედეგი მომეწონა

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „მილანის“ დამარცხების (3:0) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და თავისი გუნდი შეაქო.

„ყველაზე მეტად მატჩის შედეგი მომეწონა. თუ, შეხვედრის ანალიზს გავაკეთებთ, მაშინ მილანი 20-25 წუთის განმავლობაში ჩვენზე უკეთესი იყო. გადაწყვეტილებებს დროულად ვერ ვიღებდით და ეს კინაღამ ძვირად დაგვიჯდა.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ. ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გატანილმა გოლმა შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა. ბედნიერი ვარ. ბიჭებს ვუთხარი, რომ შეხვედრის სტარტზე ზედმეტად ბევრ ბურთს კარგავდნენ.

დაცვაში კარგები ვიყავით. შეცდომების დაძლევა მოვახერხეთ, მეტი სიმშვიდე, მეტი კონტროლი და მეტი შექმნილი შანსი გვქონდა.

კოლო-მუანის გოლი? გოლი ყველას სჭირდება. ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ, ყველა უტევს და ყველა იცავს. კოლო-მუანიმ დღეს წარმოუდგენელი სამუშაო გასწია“.

მე-4 ტურში „მილანი“ პარიზელებს „სან სიროზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: “კვარაცხელია? ის ჯადოქარია“
ოსიმენი: “კვარაცხელია? ის ჯადოქარია“