საქართველოს ნაკრების 2 ამხანაგური მატჩი და FIFA-ს განახლებული რეიტინგი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლებს. მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.
დღეს კი FIFA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები 4 საფეხურით დაქვეითდა და 306 ქულით 107-ე პოზიციაზე იმყოფება.
www.gff.ge