გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, მორის სტეინი
Aa
Aa

კოშმარი გრძელდება - აიაქსის ზედიზედ მეოთხე მარცხი და ბოლოსწინა ადგილი

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-9 ტურში „უტრეხტმა'' შინ „აიაქსი'' 4:3 დაამარცხა. მეორე ტაიმში არბიტრმა თამაში ორჯერ შეწყვიტა, რადგან ქომაგები სტადიონზე სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ.

ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში კვლავ არ დააყენა, თამაშში მეორე ტაიმში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჩართო, ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა.

53-ე წუთამდე „უტრეხტი’’ 2:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ისლანდიელმა კრისტიან ჰლინსონმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი სტივენ ბერგვეინმა სტუმრები დააწინაურა. 71-ე წუთზე იენს ტორნსტრამ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ფრაულომ „უტრეხტისთვის'' გამარჯვების გოლი გაიტანა - 4:3.

მას შემდეგ რაც მიქაუტაძე „აიაქსში’’ გადავიდა, ნიდერლანდურმა კლუბმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 22 წლის ქართველი სასტარტოში მხოლოდ სადებიუტო მატჩში ათამაშეს, სამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, სამ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა - „ტვენტესთან’’, „ალკმაართან’’ და „უტრეხტთან''.

ნიდერლანდების ჩემპიონატში „აიაქსმა'' ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო, ამ მატჩებში საერთო ჯამში 13 გოლი გაუშვა და მხოლოდ 5 გაიტანა. „აიაქსმა'' 7 ტურში 5 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა, ყველაზე დიდი ნიდერლანდური კლუბი გასავარდნ ზონაშია, ბოლოადგილოსან „ვოლენდამს'' 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები