ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ამჯერად ის ბავშვის მიერ განხორციელდა“ - მორიგი რასისტული შეტევა ვინისიუსზე

ლა ლიგის მე-10 ტურში „სევილიასა“ და „რეალის“ მატჩს (1:1) ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა ვინისიუსს უკვე ტრადიციად ქცეული ინციდენტი გადახდა. ბრაზილიელის გამომწვევ ქმედებას, მასპინძლებმა აგრესიულად უპასუხეს, რასაც ტრიბუნებიდან ქომაგების აგრესია, ასევე რასისტული შეძახილები მოჰყვა.

„გაცნობებთ, რომ მას შემდეგ რაც ტრიბუნებზე გულშემატკივართა მხრიდან ქსენოფობიური და რასისტული ქცევა გამოვლინდა, დადგინდა მათი ვინაობა და ისინი სტადიონიდან გააძევეს.

გარდა ამისა, გულშემატკივარს დაეკისრება მკაცრი შიდა დისციპლინური სასჯელი და დაუყოვნებლივ მოიხსნება კლუბის წევრობიდან.

სევილია გმობს ყოველგვარ რასისტულ და ქსენოფობიურ ქცევას, მაშინაც კი, თუ ეს ხდება იზოლირებულად, როგორც ამ შემთხვევაში. კლუბი გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს საქციელი სევილიას გულშემატკივარს არ შეესაბამება", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად ვინისიუსიც გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდი სევილიას სწრაფი რეაგირებისთვის და ზომებისთვის. სამწუხაროდ, მე მაქვს წვდომა შაბათის მატჩზე მომხდარ კიდევ ერთი რასისტული აქტის ვიდეოზე, ამჯერად ის ბავშვის მიერ განხორციელდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მას არავინ ასწავლის. მე ბრაზილიაში განათლებაში დიდ ინვესტიციას ვაკეთებ, რათა განსხვავებული დამოკიდებულების მქონე მოქალაქეები აღიზარდონ.

დღევანდელი რასისტის ვინაობა ცნობილია, როგორც ყველა წარსულის. იმედი მაქვს, ესპანეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს და შეცვლის კანონს ერთხელ და სამუდამოდ. ასეთ ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

ეს იქნება შესანიშნავი პირველი ნაბიჯი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. მე მზად ვარ დასახმარებლად.

ბოდიში, რომ გავიმეორე, მაგრამ ეს უკვე მე-19 ეპიზოდია და ჯერ კიდევ გრძელდება“,

- დაწერა ბრაზილიელმა Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველები გააგიჟა“ - იტალიური პრესა კვარას დუბლის შემდეგ
„მცველები გააგიჟა“ - იტალიური პრესა კვარას დუბლის შემდეგ