ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიმ თავისი ხელოვანი ხელახლა აღმოაჩინა“ - Gazzetta კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ვერონასთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ, იტალიური პრესა ჩვეულ სტიქიას დაუბრუნდა და ქართველი ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

კვარაზე ჩანახატს, ამჯერად La Gazzetta dello sport-ი გვთავაზობს:

„არსებობს ადგილები, რომლებიც ჯადოსნურად გამოიყურება: დაპყრობილი მიწები და წარუშლელი მოგონებები. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ვერონა ერთ-ერთი ასეთია. აქ მისი დებიუტი შედგა. 2022 წლის აგვისტოში სერია A-ში მან თავისი პირველი გოლი გაიტანა. თავით, დიახ თავით. ქართველმა ტალანტმა იტალიურ ფეხბურთს თავი საუკეთესო სახით წარუდგინა. გუშინდელ მატჩში კვარამ მეტი გააკეთა. ახლა მას მხოლოდ მისი ძრავის სიჩქარის გაზრდა შეუძლია, რათა თავისი ლურჯი ზღაპარი განაგრძოს.

კვარას ნორმალურ წარმოდგენას აღარ უშვებენ. მას სიტყვა ნორმალური აღარ ეკუთვნის. გულშემატკივრები მისგან ბრწყინვალე დარტყმებს, ინტუიციურ თამაშს და დიდებულ დრიბლინგს ელიან. გუშინდელ მატჩში მან კვარამაგიის მტვერი კვლავ მიმოფანტა და ყურადღების ცენტრში მოექცა. ფიზიკისა და ნიჭის ორმაგი კომბინაცია, მშვილდოსნის სტილში აღნიშნული გოლი, ორჯერ, თუმცა პირველ ჯერზე მასპინძლებმა ის პროვოკაციად მიიღეს. კვარადონა დაბრუნდა, ნაპოლისა და გარსიასთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. ოსიმენის გარეშე, ახალი ლიდერი იყო საჭირო, ვინც გუნდელებს ლიდერობას გაუწევდა და წარმატებისკენ წაუძღვებოდა. ნამდვილი კვარა იყო საჭირო და ახლა ნეაპოლს მისი იმედი ისევ აქვს.

იტალიაში თამაშის შემდეგ, ხვიჩასთვის ეს მეორე დუბლია. გოლები მის გზაზე ძალის, ტექნიკისა და სიჩქარის დამანგრეველი ნაზავით მოვიდა. ეს იყო სპალეტის გუნდის მსგავსი სპექტაკლი. რა თქმა უნდა, გარსია ნუ გვიწყენს. როცა ნაპოლი ასე ითამაშებს, მათთან გამკლავება ყველას გაუჭირდება.

კვარას მდგომარეობა მწვერვალს უახლოვდება, მისი წარმოდგენები კვლავ ბრწყინვალეა, ცრუმოძრაობები, თამაშის რიტმის ცვლა, რომელიც ბურთის მოფერებას ჰგავს და გოლები. თუ იქნება ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლის ამ მძიმე სტარტისთვის ნათელი ფერების მოტანა შეეძლება, ეს მხოლოდ კვარაა. რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკურ ვარჯიშს შესაძლოა აღმასვლა და დაღმასვლა ჰქონდეს, მაგრამ ნიჭი არასდროს ქრება. ნაპოლიმ თავისი ხელოვანი ხელახლა აღმოაჩინა“.

- წერს La Gazzetta dello sport-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდა გაიზარდოს, თამაშში ჩართვა გაუჭირდა - იურიჩი საზონოვზე
უნდა გაიზარდოს, თამაშში ჩართვა გაუჭირდა - იურიჩი საზონოვზე