ვერონა, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება“ - იტალიური სააგენტო ხვიჩაზე

შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მორიგ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრაში რუდი გარსიას გუნდს ტრავმის გამო ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere del Mezzogiorno სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ნიგერიელის არყოფნაში გუნდის წარმატება მთლიანად ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. სტატიის ავტორი სერია A-ში ხვიჩას დებიუტსაც იხსენებს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს გასულ სეზონში „ვერონასთან“ ჰქონდა.

რას წერს CORRIERE DEL MEZZOGIORGNO:

ოსიმენის გარეშე დარჩენილი ნაპოლისთვის ახლა გარდამტეხი ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში იქნება. ქართველ ფეხბურთელს მოუწევს, რომ მარტომ აიღოს გუნდის ლიდერობა. კვარას სჭირდება გადაწყვეტილებები, რომ გახდეს არაპროგნოზირებადი და გაცდეს ორმაგ, თუ სამმაგ დაცვას, რომელსაც უკვე თითქმის ყველა მეტოქე აყენებს მის წინააღმდეგ. ამაში მარიო რუიმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომელმაც გარე ჩარბენები უნდა განახორციელოს, რითაც კვარას სიტუაციებიდან უფრო მეტი გამოსავალი ექნება. სანაკრებო შესვენების შემდეგ კვარამ ახალი ენერგია იპოვა - თავის სიყვარულზე იქორწინა და მანამდე მოედანზეც გაიხარა. მან ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს გაუტანა, შემდეგ კი თავი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსთანაც გამოიჩინა. ამ შეხვედრაში ხვიჩამ გოლთან ერთად საგოლე პასიც შეასრულა. როცა „ვერონაზე“ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ბენტეგოდიში გასულ წელს გამართული სადებიუტო მატჩი, რომელშიც ხვიჩამ გულშემატკივრებს თავი ბრწყინვალე გოლით გააცნო. ეს გასული ჩემპიონატის პირველი დღე იყო, ახლა კი მეცხრეა, მაგრამ ახლაც, გარკვეულწილად, „ნაპოლისთვის“ რაღაც ახლის დასაწყისია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი გასულ სეზონში, 15 აგვისტოს „ვერონას“ წინააღმდეგ შედგა. ამ შეხვედრაში ხვიჩამ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სერია A-ში გამართულ 7 შეხვედრაში კვარაცხელიამ 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ „ვერონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 21 ოქტომბერს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ექსპერიმენტის მსხვერპლია“ | Voetbal International-ის ანალიტიკოსმა მიქაუტაძე დაიცვა
„რთული ექსპერიმენტის მსხვერპლია“ | Voetbal International-ის ანალიტიკოსმა მიქაუტაძე დაიცვა