საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატისთვის ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატისთვის 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათ შორის იქნება 9 ვაჟი და 6 გოგონა ძიუდოისტი.

ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ასე დაკომპლექტდა:

  • -60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
  • -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი.
  • -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
  • -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
  • -90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე.
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.

ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი ტურნირისთვის 6 გოგონა შეარჩია:

  • -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.
  • -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
  • -70 კგ. - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს ორი მოქმედი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემოციები ვერ მოთოკა - პროტესტის გამო თუშიშვილი ფინალიდან მოხსნეს
ემოციები ვერ მოთოკა - პროტესტის გამო თუშიშვილი ფინალიდან მოხსნეს