ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩა დაბრუნდა“ | Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში კვარაზე დაწერა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, კვიპროსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი ასპარეზობა იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში მასზე დაწერა.

„ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და ისევ მბრძანებლური და მდიდარი წარმოსახვის მქონეა. უდინეზესთან მატჩში, ნაპოლის მაისურით გოლის გატანით მიღებული სიამოვნება ხელახლა შეიგრძნო, ამის შემდეგ კი ტაბუ ეროვნულ ნაკრებში დაარღვია. ხვიჩამ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს გაუტანა, გუშინ კი, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსის კარი აიღო და განსაკუთრებული აღნიშვნაც ჰქონდა.

კვარაცხელიამ კარიდან გამოსულ მეკარეს მაღალ სიჩქარეზე აჯობა, საკუთარი გულშემატკივრებისკენ გაემართა და ისარი გაისროლა. 4 დღეში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა. გუშინ, მან საგოლე გადაცემაც მიითვალა და ნაპოლი ხელგაშლილი ელოდება. იგი გუნდს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს, რადგან კლუბი ვიქტორ ოსიმენის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებული სიახლის მოლოდინშია და ღელავს. თან ელოდება ვერონასთან მატჩი, რომელიც რუდი გარსიასთვის გადამწყვეტია, გუნდისთვის კი ძალიან დელიკატური შეხვედრაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ დაპირისპირებას 21 ოქტომბერს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენდჰეგენი მერაბზე: „ალჯოსთან გარიგებით UFC-ის პრინციპები დაარღვია“
სენდჰეგენი მერაბზე: „ალჯოსთან გარიგებით UFC-ის პრინციპები დაარღვია“