ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„არ უნდა მჭირდებოდეს ყვირილი, რომ ფეხბურთელი გაიქცეს“ - თემურ ქეცბაია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი, თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით -4-0 დაამარცხა. გოლები: 46-ე წუთზე - ოთარ კიტეიშვილის, 58-ე წუთზე - ხვიჩა კვარაცხელიას, 82-ე წუთზე - ლევან შენგელიას ანგარიშზეა, 90+4 წუთზე კი თერთმეტმეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ გამოიყენა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან:

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ეროვნული ნაკრები)

არ ვიცი, რატომ იყო მეორე ტაიმი ასეთი ცუდი. სწრაფი გოლი გავუშვით და ამან გუნდი მთლიანად დაშალა. ეს პირველი შემთხვევა არაა, ამ შესარჩევში, სულ ეს პრობლემები გვხვდება. გასაგებია, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, შეიძლება ბურთი დაკარგო, ვერც სწორი პასი გააკეთო, მაგრამ ის, რომ ყვირილი დამჭირდეს ფეხბურთელი გაიქცეს, მიუღებელია.

არ მინდა, ჩემი მუშაობა და გუნდი მეორე ტაიმით შეფასდება, რადგან ფეხბურთელები გვაკლდა და როგორც მინიმუმ, მოედანზე უკეთესი თამაშის ჩვენება შეგვეძლო.

ფაქტია, მეორე ტაიმში კონცენტრაცია სულ გვეკარება, გვეკარგება ძალა და შედეგიც ასეთი დგება ხოლმე. თუ საქართველოს ნაკრებს ასეთ პირველ ტაიმს ვეთამაშებით, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაში ჩემს გუნდსაც შეუძლია.

6 მატჩის შემდეგ, შოტლანდიის, ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ჯგუფში, ჩვენს გუნდს 7 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს, თემურ ქეცბაიას კვიპროსს კი ქულა არ აქვს და ბოლო, მე-5 ადგილზეა.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩები ნოემბერში ელის: 16 ნოემბერს, როცა შოტლანდიას, თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესპანეთს, სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსნებს აღარ გაწვრთნის
ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსნებს აღარ გაწვრთნის