ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„თავისუფლება აქვთ, უნდა დაინახონ როგორ შეუძლიათ მეტოქის სისუსტეების გამოყენება“

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი, თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით -4-0 დაამარცხა. გოლები: 46-ე წუთზე - ოთარ კიტეიშვილის, 58-ე წუთზე - ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო 82-ე წუთზე - ლევან შენგელიას ანგარიშზეა, 90+4 წუთზე კი თერთმეტმეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ გამოიყენა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან:

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრები)

პირველ ტაიმში, საკუთარი თამაშს,  მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძე იყო. ჩაკვეტაძე იდეალური ფეხბურთელია იმისთვის, რომ შეტევა მასზე ააწყო. გიორგი ჩემს განაცხადში სულ ხვდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ, რადგან მისთვის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო თანადგომა ეგრძნო. დღეს, ის სულ სხვა ფეხბურთელია. ინგლისში თამაში სხვანაირად არც გამოვა. ეს მისი შრომის შედეგია.

პირველ ტაიმში ჩანაფიქრი ყოველთვის არ გამოდიოდა, თუმცა შევნიშნეთ, რომ კვიპროსი სუსტი მარჯვნივ იყო, რის გამოც ჩაკვეტაძემ მარცხნივ გადმოიწია. ჩემი მხრიდან, ფეხბურთელებს, გარკვეულ დონეზე, თავისუფლება გააჩნიათ, უნდა დაინახონ როგორ შეუძლიათ მეტოქის სისუტეების გამოყენება და იმოძრაონ მოედანზე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან.

შევნიშნე, რომ კვიპროსი პირველ ტაიმს ბევრად აქტიურად იწყებოდა,მეორე ტაიმში კი მეტი სივრცე რჩებოდა. ამიტომ, ვამჯობინე, რომ მატჩი ბუდუ ზივზივაძეს დაეწყო, რადგან მეტოქეს დაღლიდა და შემდეგ, დამატებით სივრცეებს  გიორგი მიქაუტაძე უკვე თავისი, ტექნიკური თამაშით გამოიყენებდა.

არ არის მარტივი ზურიკო დავითაშვილის დონის ფეხბურთელი მოედანზე სკამიდან შემოვიდეს, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ამას ენთუზიაზმით უნდა აკეთებდეს. მან ეს შეძლო.

რაც შეეხება შენგელიას პოზიციურ ცვლილებას: ჩვენს სისტემაში 3-5-2, რომელსაც მე ვიყენებ, ლევანი მის პოზიციაზე არ ჯდება. ის ახალ დავალებაზე ბევრს მუშაობდა, რასაც ფიზიკურ მზაობა სჭირდება. ვთვლი, რომ ის მოედანზე კარგი იყო.

6 მატჩის შემდეგ, შოტლანდიის, ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ჯგუფში, ჩვენს გუნდს 7 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს, თემურ ქეცბაიას კვიპროსს კი ქულა არ აქვს და ბოლო, მე-5 ადგილზეა.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩები ნოემბერში ელის: 16 ნოემბერს, როცა შოტლანდიას, თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესპანეთს, სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები