მადრიდის რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი MLS-ში? - ხორვატი სამეფო კლუბში უკმაყოფილოა

Relevo-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში’’ სათამაშო დროით უკმაყოფილოა. შესაძლოა, ხორვატმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბიდან წასვლა გადაწყვიტოს.

გასულ ზაფხულში მოდრიჩს დაპირდნენ, რომ კლუბში მთავარ როლში იქნებოდა, „რეალთან’’ ახალი კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა ამ სეზონში მატჩების 66 პროცენტი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ძირითადად ცვლილებაზე გამოდის.

შესაძლოა, იანვარში მოდრიჩმა „რეალს’’ აცნობოს, რომ კლუბიდა წასვლა გადაწყვეტილი აქვს, რაც ფეხბურთელის სათამაშო დროზეა დამოკიდებული.

მოდრიჩის მიმართ ინტერესს MLS-ისა და აზიური კლუბები იჩენენ, მის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

ლუკას მადრიდრულ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ამ სეზონში 38 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგის 7 მატჩში (3 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა, მინდორზე 284 წუთი გაატარა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბერლინის „უნიონთან'' სასტარტოში იყო, „ნაპოლისთან'' ცვლილებაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები