თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები, ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„კვიპროსის ნაკრებში ბევრი პრობლემაა“ - ქეცბაია ნორვეგიასთან მატჩზე

დღეს, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრამდე 1 დღით ადრე, კვიპროსელთა ქართველმა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ქეცბაიამ:

კიდევ ერთი რთული თამაში გველოდება გუნდთან, რომელზეც გვეგონა, რომ საუკეთესო ორ პოზიციას დაიკავებდა. წარმატებისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში პირველად, სტადიონზე ხალხმრავლობა იქნება. ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ.

ზოგადად, ჩვენ ყველაზე რთული ჯგუფი გვერგო. წარმოიდგინეთ, ნორვეგიის მწვრთნელი, რომელსაც გუნდში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციას ვერ შეძლებს. ზღაპრები არ მიყვარს და ვიცოდი, რომ რაიმე შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შესაძლოა, შეცდომები ჩვენც დავუშვით. თავის მართლება არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. შევცვალეთ მოთამაშეები, სისტემა, მაგრამ ქულების მოპოვება ჯერ კიდევ ვერ შევძელით. იმედი გვაქვს, რომ მიზანს ბოლო სამ მატჩში მივაღწევთ. უნდა ვაღიაროთ, რომ შესაბამის დონეზე არ ვართ. ეს პრობლემაა და ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის. ჩვენ ვერ შევეჯიბრებით ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან ნორვეგია, ესპანეთი და შოტლანდია. ესპანეთში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ როდესაც ენერგია ამოგვეწურა, დიდი მარცხი განვიცადეთ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება, ამ შეხვედრის შემდეგ კი თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში გამოემგზავრება და 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სირთულეების არ გვეშინია, მთავარი ხასიათია - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე
სირთულეების არ გვეშინია, მთავარი ხასიათია - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე