ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: “ბავშვობაში წყალს და გაზეთებს ვყიდდი, ოჯახს ვეხმარებოდი“

ცნობილია, რომ ვიქტორ ოსიმენს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ნიგერიელმა თავდამსხმელმა იტალიურ მედიასთან ვრცლად ისაუბრა.

ოსიმენი:

„მე მხოლოდ მაშინ წარმოვიდგენდი პროფესიონალურ ფეხბურთელობას, როცა ბავშვობაში ქუჩაში ვიდექი. ჩემი ოჯახის მდგომარეობა მძიმე იყო. ქუჩაში გაზეთებს და წყალს ვყიდდი, რომ ოჯახს დავხმარებოდი. ხშირად სახლში ელექტროენერგიაც კი არ გვქონდა. საკვებს კი მეგობრის ოჯახი გვაძლევდა.

ერთხელ სკოლაში პარალელურ კლასს ვეთამაშებოდით. პირველი გოლი მათ გაიტანეს, ხოლო მე გავათანაბრე. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ 3:3 არ გახდა. სამივე გოლი მე გავიტანე. ბოლო წუთზე, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და მოწინააღმდეგის ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა გაიტანა. ისე გავნერვიულდი, რომ მაისური გავიხადე, დავჯექი და ტირილი დავიწყე. წაგებას დღემდე ვერ ვიტან. როცა ვაგებ დაძინებაც კი მიჭირს.

როდესაც აქ გადმოვედი, ხალხმა თქვა, რომ იტალიის ჩემპიონატი ფიზიკურად იმდენად ძლიერი იყო, რომ მე 4 გოლსაც ვერ გავიტანდი. ვფიქრობ, მათ ჩემი თამაშით ვუპასუხე. გარკვეულწილად, მათმა ამ დამოკიდებულებამ მოტივაცია მომცა. გოლების გატანა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

დედა დიდი ხნის წინ დავკარგე, ხოლო მამაჩემი 2020 წელს გარდაიცვალა. მე მჯერა, რომ ისინი, სადაც არიან იქ ძალიან ამაყობენ ჩემით. როდესაც ფეხბურთით ფული ვიშოვე, იმ წამსვე მამას სახლი ვუყიდე. ჩემი ოჯახის სახელის მხრებით ტარება ადვილი არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე ცუდად საუბრობენ. მე ახლაც ისეთივე ვნებით ვთამაშობ, როგორც ბავშვობაში.  ღმერთს არ უყვარს ზარმაცი და სასწაულის მომლოდინე ხალხი. ყოველთვის უნდა იმუშაო, რადგან ღმერთი მხოლოდ ასე აჯილდოვებს შენს ძალისხმევას.

მე მივაღწიე იმ ყველაფერს, რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე. იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვდივარ, ეს ადვილი არ იყო. არ შემიძლია, თავს ლეგენდად, როგორც ფეხბურთელი არ ვგრძნობ. ამას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა ვიაზრებ, თუ რამდენი რამე გავაკეთე ჩემი ოჯახისთვის. ვფიქრობ, ჩემი ოჯახის და გარშემომყოფების დახმარება ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.“

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ნიგერიელმა თავდამსხმელმა „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 111-ჯერ მოირგო, 65 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერის პრობლემა ტენ ჰაგი არ არის“
იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერის პრობლემა ტენ ჰაგი არ არის“