კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

19.9 მილიონი ევრო - რონალდუსა და იუვენტუსის სამართლებრივი დავა გრძელდება

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსთან“ სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „იუვენტუსს“ სახელფასო დავალიანების გამო სასამართლოში უჩივლა - ტურინულ გუნდს დაპირებული 19,9 მილიონი ევრო ჯერაც არ გადაუხდია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს კლუბთან ფარული შეთანხმება ჰქონდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ბიანკონერის უფლებას აძლევდა ხელფასი კორონავირუსული პანდემიის დროს გადაევადებინათ.

როგორც Football Italia La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, 4 ოქტომბერს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) საარბიტრაჟო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს 30 დღეში იქნება მიღებული. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსი საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულია. კლუბში აცხადებენ, რომ რონალდუსთან დამატებითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, ამიტომ პორტუგალიელს ვალის გადახდა არ ეკუთვნის. ამასთან, სხვა მოთამაშეებმა, რომლებმაც მსგავს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ თანხა უკვე მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: პასუხისმგებლობას ვიღებ, ესპანეთთან თამაშის გეგმა მთლიანად არასწორი იყო
სანიოლი: პასუხისმგებლობას ვიღებ, ესპანეთთან თამაშის გეგმა მთლიანად არასწორი იყო