რეალი, ნაპოლი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“პენალტი არ უნდა დანიშნულიყო“ - ანჩელოტი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. როგორც ყოველთვის, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა მისი მრავალი მცდელობის მიუხედავად, რუდი გარსიას გუნდმა 1 ქულაც ვერ აიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა. გოლის შემდეგ, კარგად დავბრუნდით და საბოლოოდ წინ გავედით. პენალტი ძალიან საეჭვო იყო. მოდრიჩის გამოსვლამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა.

ვფიქრობ, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი პენალტები არ ინიშნება. ვალვერდე? აბსურდია იმის თქმა, რომ ეს მერეტის ავტოგოლია. მას წარმოუდგენელი დარტყმა აქვს. ბელინგემი? გასაკვირი მასში მხოლოდ ის არის, რომ სულ რაღაც 20 წლისაა.

ოსიმენი? მას რუდიგერი პერსონალურად მეურვეობდა და რიგ ეპიზოდებში ნაჩოც ეხმარებოდა. ცენტრალურმა მცველებმა დავალება იდეალურად შეასრულეს. საბოლოო ჯამში, 3 ქულით კმაყოფილი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ 3 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში „ბრაგასთან“ მე-2/მე-3 ადგილს იყოფს. შემდეგ ტურში, „პარტენოპეი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ პორტუგალიაში გაფრინდება და „ბრაგას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები