ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დრიბლიორადაა დაბადებული“ | Marca-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლის სახიფათო ფეხბურთელი, რომელიც გუტის ფანია და რეალში თამაშზე ოცნებობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca  და დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება, რომელშიც „სამეფო კლუბი“ „პარტენოპეის“ დაუპირისპირდება.

„მისი ოცნება რეალში თამაშია“, - ეს სიტყვები გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენის, ხვიჩა კვარაცხელიას მამას ეკუთვნის. ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში ისე შეიჭრა, როგორც ამას ვერავინ წარმოიდგენდა და მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ნაპოლიმ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მარცხენა გარემარბი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია იტალიური გუნდისა, რომელიც თავის შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს.

სეზონის არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტისა და 6-თვიანი უგოლო სერიის შემდეგ, 77-მა ნომერმა უდინეზეს კარი აიღო. ეს რეალთან მატჩამდე მოხდა. კვარაცხელიამ ბრჭყალები აილესა, ნაპოლი კი ჰგავდა გუნდს, რომელიც სერია A-ს გასულ სეზონში ყველას აშინებდა. საკუთარ დონეზე დაბრუნებულ კვარას აქვს შესაძლებლობა, მიკროფონი ხელში აიღოს, სცენა დაიკავოს და აჩვენოს, რომ ევროპული გიგანტის მაისურის ტარებისთვის მზადაა. ნაპოლი აპირებს, მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და ხელფასი მოუმატოს, რათა მომდევნო სეზონში მისი წასვლა თავიდან აირიდოს.

ქართველმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონას სახელობის სტადიონის გული მოიგო. მას ლეგენდარულ არგენტინელს ადარებენ და მეტსახელად კვარადონას უწოდებენ. ბავშვობაში, მისი საფეხბურთო კერპი გუტი იყო, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად ეთამაშა და მის მომდევნო კლუბად რეალს სწორედ ამიტომ ასახელებენ. 22 წლის ფეხბურთელი დრიბლიორადაა დაბადებული. იგი თავის სისწრაფესა და სიმკვირცხლეს იყენებს, რათა მეტოქეები პატარ-პატარა შეხებებითა და ბრწყინვალე ცრუმოძრაობების გამოგონების გარეშე ჩამოიშოროს. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ იტალიურ კლუბში უნივერსალია. ყველგან ჩნდება და მის უნარს, რომ თანაგუნდელებთან კომბინაციები გაითამაშოს, საქმე ბოლომდე თავად მიჰყავს.

ნიგერიელ თავდამსხმელთან, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ისინი ნაპოლის სიმბოლოები არიან. ნაპოლისა, რომელსაც სკუდეტოს მოგების შემდეგ, ევროპაში გამეფება უნდა. „ენდეთ პროცესს“, - დაწერა ინსტაგრამზე უგოლო სერიის დასრულების შემდეგ და არის გარემარბი, რომელიც ჩამოწეული საფეხბურთო გეტრებით თამაშობს, ფეხში ყველა დარტყმას იტანს და როცა მცველი მკლავებს დაბლა სწევს, მას მარტივად სცდება“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეალის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან