საბა საზონოვი, ალესანდრო ბუონჯორნო
Aa
Aa

დაახლოებით 20 დღეს იუქმებს | საზონოვის ტორინოს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, საბა საზონოვის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე პირველ ნახევარში შევიდა და ტრავმირებული ალესანდრო ბუონჯორნო ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა კუნთი იტკინა და მის ტრავმასთან დაკავშირებით, „გრანატამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ბუონჯორნოს გამოკვლევები ჩაუტარდა და ბარძაყის გრძელი მომზიდველი კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება დაუდგინდა. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი მკურნალობის პროცესზე იქნება დამოკიდებული და მის არყოფნაში, დიდი ალბათობით, საბას სათამაშო დრო გაეზრდება.

ცნობილი გამოცემის, Goal Italia-ს ინფორმაციით, ბუონჯორნო დაახლოებით 20 დღეს იუქმებს. იგი გუნდს ოქტომბრის ბოლოსკენ, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა თუ მკურნალობა კარგად წარიმართა, შესაძლოა, მოედანზე უფრო მალე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ Toro News-მა ქომაგთა შორის გამოკითხვა ჩაატარამ, რათა „გრანატას“ გულშემატკივრებს „ლაციოსთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინათ. მათ საბა საზონოვი გამოარჩიეს, რომელმაც იტალიურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. საბამ ქომაგთა 140 ხმა მიიღო, რაც 51, 28 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე ადრიან ტანეზე გავიდა - 84 ხმა (30,77%), მესამეზე ალესანდრო ბონჯორნო - 67 ხმა 24,54%

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის აღიარება - ქომაგებმა ლაციოსთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს
საზონოვის აღიარება - ქომაგებმა ლაციოსთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს