რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

ქართულ ფესვებს არასდროს დავივიწყებ - ქარსელაძე პორტუგალიურ მედიასთან

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემები Record და Ojogo „რიუ ავეს’’ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქარსელაძის ინტერვიუს აქვეყნებენ. 18 წლის ტალანტი, რომელიც საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია, საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.

„ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოსი და პორტუგალიის. ჩემი მშობლები ქართველები არიან და პორტუგალიაში 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. აქ დავიბადე, მაგრამ ქართულ ფესვებს არასდროს დავივიწყებ. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

პორტუგალიაში დავიბადე და გავიზარდე. თუ პორტუგალიის ნაკრებში გამომიძახებენ, დავფიქრდები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას''.

გიორგი ქარსელაძე „რიუ ავეს“ პირველ გუნდში რეგულარულად ვარჯიშობს, სათამაშო პრაქტიკის მიზნით კი ამ სეზონში ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩებს 23-წლამდე გუნდში ატარებს. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფრეირემ პირველ გუნდში ათამაშობს. 

„18 წლის ასაკში „რიუ ავეს’’ პირველ გუნდში ყოფნა ძალიან საამაყოა. კლუბში 9 წლიდან ვარ, პირველ გუნდამდე მიღწევა ყველა ფეხბურთელის მიზანია. ვმუშაობ რომ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. ჩემი მიზანია პირველ გუნდში ვითამაშო, ისეთივე მიზანი მაქვს, როგორიც გუნდის სხვა წევრებს. ვიცი რომ ეს ადვილი არაა და რომ ბევრი უნდა ვიმუშავო’’.

შეგახსენებთ, ქარსელაძის დებიუტი „რიო ავეს’’ პირველ გუნდში გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში „პაკუშ ფერეირასთან’’ შედგა. ასევე, მან ბოლო ტურში „ფამალიშაოს“ წინააღმდეგ ითამაშა, ორივე შეხვედრაში მინდორზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

გასულ ზაფხულში 18 წლის ფეხბურთელმა „რიუ ავესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ასევე გეტყვით, რომ ქარსელაძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები