ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

მისი დაკარგვა არ მსურს, ამიტომ არ გავრისკე - გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

მატჩის შემდეგ მედიასთან „ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა:

„ფსონს მხოლდო მათზე არ ვდებ, ვინც სასტარტო 11-ეულში ხვდება. სამ დღეში „უდინეზეს’’ ვხვდებით, შემდეგ „ლეჩესა’’ და მადრიდის „რეალს’’. მათ გარეშე მუშაობა არ შემიძლია, ვინც სათადარიგოთა სკამზე ზის და ყოველდღიურად ვარჯიშობს. ეს პატივისცემის ნაკლებობა იქნება.

კვარას გამო ბედნიერი ვარ, თუმცა შესვენებისას მითხრა, რომ კუნთები ტკიოდა. მისი დაკარგვა არ მსურს, ამიტომ არ გავრისკე’’.

72-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა. თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურ თამაშს მოჰყვა, თუმცა ნიგერიელმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა. ვიქტორ ოსიმენს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასბაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა დღევანდელ შეხვედრაში კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

გარსია ოსიმენზე: „პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ეს ხომ შეიძლება ყველას დაემართოს, ამგვარი რამ უდიდეს ფეხბურთელებსაც მოსვლიათ. შეცვლისას მისი რეაქცია კარგი არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რაღაცები გასახდელში რჩება.

როდესაც ფეხბურთელს ცვლიან, სჯობს უკმაყოფილო იყოს, თუმცა შესაძლოა არც მე ვიყო მათი თამაშით კმაყოფილი. მსურს გუნდის რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო და სათადარიგოთა სკამზე მსხდომი მოთამაშეებიც ჩავრთო თამაშში’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები