კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე
Aa
Aa

7-გოლიანი მატჩი | რონალდუს, კესის და მაჰრეზის გოლები - ალ ნასრის გამარჯვება

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ალ-ნასრისა“ და „ალ-აჰლის“ შორის დრამატული მატჩი შედგა, რომელშიც 7 გოლი ვიხილეთ, გამარჯვება კი რონალდუს გუნდს დარჩა.

კრიშტიანუ-მანეს დუეტმა საქმეს საწყისი წუთებიდანვე მოკიდა ხელი. მე-4 წუთზე სადიოს პასით რონალდუმ ანგარიში გახსნა. მე-7 წუთზე კი აიმერიკ ლაპორტის გადაცემით ანდერსონ ტალისკამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

30-ე წუთზე ფრანკ კესიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე ტალისკამ ულამაზესი გასროლით კვლავ ორბურთიანი ფორა აღადგინა.

მეორე ტაიმში ორწუთიან მონაკვეთში 50-ე და 52-ე წუთებზე მაჰრეზმა და რონალდუმ გოლები გაცვალეს - 4:2.

მატჩში საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე ალ ბრიკანმა დააფიქსირა. „ალ-აჰლიმ“ მეტის გატანა ვერ შეძლო და დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ „ალ-ნასრისთვის“ ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო. ლუის კასტროს გუნდი სასურველ ფორმას უახლოვდება.

7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 18 ქულით ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადი“ ლიდერობს. 17 ქულა აქვს ნეიმარის „-ალ-ჰილალს“. რონალდუსა და მანეს „ალ-ნასრი“ კი 15 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - ფროზინონეს წაუგებელი სერია გრძელდება
კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - ფროზინონეს წაუგებელი სერია გრძელდება