იულიან ნაგელსმანი, ჰანსი ფლიკი, ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

მომავალი 2 მატჩი გადამწყვეტი იქნება - ჰანსი ფლიკი შეიძლება გაათავისუფლონ

სულ მალე სანაკრებო მატჩები დაიწყება. გერმანიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს იაპონიის და საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

გერმანული გამოცემა BILD იუწყება, რომ აღნიშნული დაპირისპირებები ჰანსი ფლიკისთვის გადამწყვეტი იქნება.

წყაროს ცნობით, თუ „ბუნდეს ნაკრები“ მიმდინარე წლის ივნისის თვეში გამართული მატჩების შედეგს გაიმეორებს და ვერ გააუმჯობესებს, ფლიკის გათავისუფლება დღის წესრიგში დადგა.

BILD წერს, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას კანდიდატები ჰყავს შერჩეული. საუბარი იულიან ნაგელსმანზე და ოლივერ გლასნერზეა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ივნისის თვეში ჯერ პოლონეთთან 0:1 წააგო, ხოლო შემდეგ კოლუმბიასთან 0:2.

ცნობისთვის, ჰანსი ფლიკის შეგირდები იაპონიას 9 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთთან გასამართი მატჩი კი 12 სექტემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის მოსაზრებას არ ვიზიარებ“ | ვან დეიკი ვან გაალის განცხადებაზე
„მის მოსაზრებას არ ვიზიარებ“ | ვან დეიკი ვან გაალის განცხადებაზე