დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

მის შესაჩერებლად გეგმის შემუშავებაა საჭირო | ნინიაშვილი BBC Sports-ის რჩეულებში

ფრანგული გამოცემის, AFP-ის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშე, დავით ნინიაშვილი BBC Sports-მა გამოარჩია. BBC Sports-მა დაასახელა 5 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებიც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთ კვალს დატოვებენ და ერთ-ერთი „ბორჯღალოსნების“ ლიდერი გახლავთ.

„მოთამაშე, რომელშიც ოსტატურ შეტევასა და ფოლადისებურ დაცვას ვხედავთ. გონსალესის მსგავსად, საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება ნინიაშვილსაც აქვს და 24 ტესტ-მატჩში 9 ლელო დადო. ელვისებური სისწრაფე, სიმკვირცხლე და შეტევების ლელოთი დაგვირგვინების უნარი მას საქართველოს ნაკრების მეტოქეებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აქცევს.

ნინიაშვილი საფრანგეთს კარგად იცნობს და ტოპ 14-ში მოასპარეზე ლიონის ღირსებას იცავს. სწორედ ამ გუნდში თამაშობდა, როცა 2022 წელს, ჩელენჯ თასის ფინალში, სამხრეთ აფრიკელი გიგანტის, ებენ ეტზებეტის წინააღმდეგ საოცარი ბოჭვა განახორციელა. უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებმა გეგმა უნდა შეიმუშაონ, რათა ნინიაშვილი შეაჩერონ“, - წერს BBC Sports-ი.

ცნობისთვის, ნინიაშვილის გარდა, ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის ლუი ბიელ-ბიარეი (საფრანგეთი), ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა), კარტერ გორდონი (ავსტრალია) და კენან მუდი (სამხრეთ აფრიკა) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელთა ხელფასები | კვარაზე ნაკლებს მხოლოდ 2 მოთამაშე იღებს
ნაპოლის ფეხბურთელთა ხელფასები | კვარაზე ნაკლებს მხოლოდ 2 მოთამაშე იღებს