მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი, როუზ ნამაიუნასი, ვალენტინა შევჩენკო
Aa
Aa

„დიდი პატივისცემა შენ“ | დენა უაითს მოსწონს, როცა მეგობრები ჩხუბზე უარს არ ამბობენ

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა როუზ ნამაიუნასი შეაქო, რომელმაც მეგობართან და ყოფილ სპარინგ-პარტნიორთან, ვალენტინა შევჩენკოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ნამაიუნასმა შევჩენკოსთან სავარაუდო ბრძოლა ჟურნალისტებთან საუბრისას განიხილა და მის განცხადებას უაითი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვალენტინა ძალიან მიყვარს და ვაფასებ იმას, რაც ჩემთვის გააკეთა. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს და თუ ოდესმე ვიჩხუბებთ, ასეთი დამოკიდებულება მექნება: „დარბაზში ერთმანეთის წინააღმდეგ უამრავჯერ გვიომია და ამას უფასოდ ვაკეთებდით. თუ ფულის შოვნა და ხალხისთვის შთაგონების მიცემა ერთდროულად შეგვიძლია, რატომაც არა?! ბრძოლისთვის მზად ვარ“. ვიცი, რომ ვალენტინა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ნამდვილი მეომარია. მასთან ჩხუბი ახდენილი ოცნება იქნება, რადგან პირადად ჩემთვის, ის ყველა დროის საუკეთესო ქალი მებრძოლია“, - აღნიშნა ნამაიუნასმა.

როუზის განცხადებაზე უაითის რეაქცია ასეთი გახლდათ: „როცა პროფესიონალი მებრძოლი ხარ, სწორედ ასე უნდა აზროვნებდე! დიდი პატივისცემა შენ, როუზ!“

უაითის სიტყვებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი აზრით, მისი განცხადება მერაბ დვალიშვილის ირიბი კრიტიკა გახლდათ. UFC-ის პრეზიდენტი დიდი ხანია უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ „მანქანა“ ახლო მეგობართან და ყოფილ ჩემპიონთან, ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარს ამბობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა