გიორგი მიქაუტაძე, იბრაჰიმ აფელაი
Aa
Aa

„წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო“ | აფელაიმ მიქაუტაძის დებიუტი შეაფასა

გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და „სიტარდის“ წინააღმდეგ იასპარეზა. ქართველ თავდამსხმელს სასურველი დებიუტი არ გამოუვიდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და მისი თამაში „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ და Nos Sport-ის ჟურნალისტმა, იეროენ შტეკელენბურგმა შეაფასეს.

„თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, თუმცა, შეგვიძლია, მთელ აიაქსზე იგივე ვთქვათ. მიქაუტაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა, მოედანზე სად იყო. გიორგი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს და მათთან მიმართებით გარკვეული მოლოდინები არსებობს. როცა უმარტივესი საქმეც არასწორად კეთდება, მწვრთნელი ხვდება, რომ ჯადოქარი ტიტა (ნიდერლანდური სატელევიზიო გადაცემის პერსონაჟი) უნდა იყოს, რათა აქედან რამე გამოიყვანოს“, - განაცხადა აფელაიმ.

„მიქაუტაძის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადეს და მან საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ბევრი გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, არავინ იცის, უმაღლეს დონეზე როგორ იასპარეზებს, თუმცა, ვფიქრობ, მასში უაზროდ დიდი თანხაა გადახდილი“, - დასძინა შტეკელენბურგმა.

ცნობისთვის, 3 მატჩის შემდეგ, „აიაქსს“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 17 სექტემბერს, სტუმრად, „ტვენტესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა