მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, ფულემი
Aa
Aa

ახალი რეკორდი - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ისტორია გადაწერა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ფულემს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა და ამ შედეგით მან პრემიერ ლიგის ახალი ისტორია დაწერა.

იმ დროს, როდესაც ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა ახალი რეკორდი დაამყარა. ერლინგმა პრემიერ ლიგის 39 მატჩში 50 გოლში მიიღო მონაწილეობა. 41 გოლი და 9 საგოლე პასი.

ჰოლანდმა ენდრიუ კოულის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 50 გოლში მონაწილეობა 43 მატჩში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩის მიწურულს ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს. გასულ სეზონში კი 22 წლის თავდამსხმელმა 36 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა სოფიან ამრაბატი გაიფორმა
მანჩესტერ იუნაიტედმა სოფიან ამრაბატი გაიფორმა