ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: „საქართველოსთან და კვიპროსთან კარგად უნდა ვითამაშოთ“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა და დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც საქართველოსთან და კვიპროსთან გამოიყენებს. „ფურია როხას“ თავკაცმა ლუის რუბიალესის საკითხს თავი ვერ აარიდა და მისთვის ტაშის დაკვრის გამო, ბოდიში მოიხადა.

მოახლოებულ მატჩებზე

„ჩემი მიზანია, ნაკრებში დაბალანსებული შემადგენლობა მყავდეს და თითოეული სანაკრებო პაუზისას, განსხვავებული მიზნები გვაქვს. გვინდა, საქართველოსთან და კვიპროსთან გასამართ შეხვედრებში კარგად ვიასპარეზოთ. გამოძახებული ფეხბურთელები კონკურენტუნარიანი მოთამაშეები არიან და უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან“.

რატომ დაუკრა ტაში რუბიალესს და რატომ არ ახსენა ჯენი ერმოსო განცხადებაში

„რუბიალესის ქცევები დავგმე. გადადგომა აუცილებელი არ იყო, მაგრამ ბოდიში უნდა მოვიხადო, რადგან ადამიანური შეცდომა დავუშვი. წარსულში რომ დავბრუნდე, იმავეს აღარ გავაკეთებდი. თანასწორობისა და პატივისცემის მხარეს ვდგავარ“.

იმსახურებს თუ არა რუბიალესი დაბრუნებას

„მოსამართლე არ ვარ. მოდით, ეს საკითხი იმ ორგანიზაციებს მივანდოთ, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როცა ეს მოხდება, საკუთარ დასკვნას შემდეგ წარმოვადგენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. „ჯვაროსნებს“ 3 შეხვედრა აქვთ გამართული და მის ანგარიშზე 4 ქულაა, „ფურია როხას“ კი 3 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შროდერი და ჰერბერტი მატჩამდე: გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება
შროდერი და ჰერბერტი მატჩამდე: გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება