ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა თავისი ჯიბიდან გადაიხდის - ლა ლიგამ ბარსას ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება მისცა

„ბარსელონამ“ ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად საჭირო თანხები მოიძია.

როგორც ცნობილია, კლუბი საჭირო თანხის მიღებას Libero Football Finance-სგან ელოდებოდა, რომელმაც Barca Vision-ის (Barca Studios) 29.5%-იანი წილი შეიძინა, თუმცა თუ გერმანული კომპანია „ბლაუგრანას“ თანხის გადარიცხვას უგვიანებდა, რამაც გაზარდა რისკი, რომ კლუბი ახალწვეულებს და რამდენიმე ამჟამინდელ მოთამაშესაც 1 სექტემბრამდე ვერ დაარეგისტრირებდა.

კლუბის პრეზიდენტმა ლაპორტამ Banco Sabadell-ისგან 20.2 მილიონი ევროს სესხი აიღო და ლა ლიგას წარუდგინა, ჟერარ რომეროს ცნობით გარანტიები დამტკიცებულია და კლუბს პრობლემები აღარ შეექმნება.

როდესაც გერმანული კომპანია თანხას გადარიცხავს, კლუბი სესხის დაფარვას სწორედ ასე შეძლებს. იქამდე კი ამას ლაპორტა თავისი ფინანსებით გააკეთებს.

ამრიგად, ლა ლიგისგან თანხმობა არის და კატალონიელები ყველა მოთამაშის დარეგისტრირებას შეძლებენ, მათ შორის ჟოაუ კანსელუს და ასევე მოსალოდნელ ახალწვეულს ჟოაუ ფელიქსსაც.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჩვენი დროით ამაღამ 02:00 საათზე დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა