რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U21 | სვანაძემ საკვალიფიკაიო ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში - 12 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადებას, 21-წლამდე ნაკრები 2 სექტემბერს დაიწყებს, ხოლო 8 სექტემბერს მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

2025 წლის უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2002 წელს და შემდგომ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

U21 | შემოდგომის განრიგი

6 სექტემბერი | საქართველო - გიბრალტარი | 20:00 საათი

12 სექტემბერი | მოლდოვა - საქართველო | 21:00 საათი

12 ოქტომბერი | საქართველო - ნიდერლანდები

17 ოქტომბერი | საქართველო - შვედეთი

16 ნოემბერი | ჩრდ. მაკედონია - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A სხვა დონეა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - საზონოვის პირველი ინტერვიუ
„სერია A სხვა დონეა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - საზონოვის პირველი ინტერვიუ