ტოტენჰემი, ბაიერნი, ერიკ დაიერი
Aa
Aa

ბაიერნთან მოლაპარაკებას აწარმოებს - დაიერმა გუნდთან ერთად არ ივარჯიშა

მიუნხენის „ბაიერნი“ ტრანსფერების კუთხით აქტიურობას აგრძელებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ ერიკ დაიერის გადაბირებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, საქმე იმდენად სერიოზულად არის, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა „ტოტენჰემის“ ვარჯიში გამოტოვა და შესაძლოა „ფულემთან“ არ ითამაშოს. ამის მიზეზი გერმანულ გრანდთან მოლაპარაკებაა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხას სთავაზობს ანაზღაურების სახით „ბაიერნი“ დაიერს და ასევე უცნობია სატრანსფერო ღირებულება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ტომას ტუხელსა და ლეონ გორეცკას შორის მცირე კონფლიქტი წარმოიშვა. გერმანელი ნახევარმცველი თავისი სათამაშო წუთებით უკმაყოფილო იყო. თავის მხრივ, ტუხელი ლეონს არ ენდობა და ხშირად არ ათამაშებს.

აქედან გამომდინარე, ტუხელის პრიორიტეტი გუნდში ახალი საყრდენი ნახევარმცველის მოყვანაა.

შეგახსენებთ, რომ დაიერი „ტოტენჰემში“ 2014 წლიდან თამაშობს. 2014 წლიდან დღემდე, ერიკმა „დეზების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 361-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუბიალესის დედის კომენტარი: „რაც ხდება უსამართლობაა, სიკვდილისთვის მზად ვარ“
რუბიალესის დედის კომენტარი: „რაც ხდება უსამართლობაა, სიკვდილისთვის მზად ვარ“