„რეალის“ და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ რონალდუს ტრანსფერი განიხილეს
Aa
Aa

„რეალის“ და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ რონალდუს ტრანსფერი განიხილეს

„France Football“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში იმყოფებოდა, სადაც ის „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

როგორც მოგეხსენებათ, პარიზული კლუბის პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენა უკვე დიდი ხანია რაც სურს. როგორც აღნიშნული წყარო ვარაუდობს, პერესისა და „პარი სენ ჟერმენის“ წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა, სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი იყო. უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ „უეფამ“ „პარი სენ ჟერმენს“ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის განკუთვნილი სანქცია მოუხსნა. ასე რომ ფრანგებს, რონალდუს შეძენა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს თავისუფლად შეუძლიათ. პორტუგალიელ ფორვარდს, „სამეფო გუნდთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. გასულ სეზონში „რეალის“ მაისურით რონალდუმ 54 მატჩი ჩაატარა და 61 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები