ლუკა პარკაძე, ადმირა ვაკერი
Aa
Aa

კარგი ამბავი ავსტრიიდან: პარკაძე მოედანს დაუბრუნდა

მიუნხენის „ბაიერნიდან“ „ადმირაში“ განათხოვრებული ლუკა პარკაძე მოედანს დაუბრუნდა. მან სარეზერვო გუნდში, რანგით მე-4 ლიგაში ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა გერჰარდ ფელნერმა სასტარტოში გაამწესა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

პარკაძე „ადმირაში“ გასულ თვეში გადავიდა. ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში 4 ტური გაიმართა, თუმცა ლუკას ჯერ არ უთამაშია. თავდაპირველად მისი დებიუტი ბიუროკრატიული პრობლემის გამო გადაიდო, შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა, სამუშაო/საცხოვრებელი ვიზა მიიღო, თუმცა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმამ შეაწუხა.

დღეს, 25 აგვისტოს, ავსტრიის მეორე ლიგის მე-5 ტურში „ადმირა“ „ამშტეტენს“ მიიღებს. შესაძლო, ამ მატჩში ლუკა პარკაძის დებიუტი შედგეს.

ცნობისთვის, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ბაიერნს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გერმანულმა გრანდმა 18 წლის შემტევი „ადმირაში“ გაანათხოვრა.

„ადმირა“ ავსტრიის 9-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი 6-ჯერ მოიგო. კლუბი ავსტრიის უმაღლესი დივიზიონიდან 2021-22 წლების სეზონში გავარდა და გასული სეზონი რანგით მეორე ლიგაში მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები