კარლოს ვალდერამა
Aa
Aa

ნოსტალგია - კოლუმბიელი ხატი გამორჩეული ვარცხნილობით

კარლოს ვალდერამა შესაძლოა მისი ვარცხნილობით იყო ცნობილი, მაგრამ პირველ რიგში ის შესანიშნავი ნახევარმცველი იყო..

კოლუმბიელი ფეხბურთელი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ქერა, ხვეული თმა მას ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურად აქცევს..

მაგრამ იყო დრო, როდესაც სტრიმინგის, სოციალური მედიის და სატელევიზიო გაშუქების პრობლემა არსებობდა. ფეხბურთის ფანატიკოსებს უდიდესი მოთამაშეების ყურება უჭირდათ..

აქედან გამომდინარე, ზოგიერთი უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი ფართო მასებისთვის უცნობი იყო. ერთ-ერთი ასეთი კი კარლოს ვალდერამა გახლავთ!!

კარლოსი 1997 წლის კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ევროპაში ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი იყო.. ეს ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან შემდეგ წელს უემბლი დაამშვენა..

აშკარა იყო, რომ ვალდერამა თავისი თმების გამო გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ზუსტი პასების დიაპაზონი ყველას აღაფრთოვანებდა. ბრიტანული პრესა აფეთქდა. ყველა გაოგნებული იყო და მასობრივად აქებდნენ „მონპელიეს“ პრეზიდენტს ლუი ნიკოლოინის თავისი სწრაფი აზროვნების გამო, რომელმაც ვალდერამა საკუთარ გუნდში გადაიყვანა..

„ჩვენ გავიგეთ, რომ კოლუმბიაში იყო შესანიშნავი ნახევარმცველი. ამიტომ ჩავედით, რომ საკუთარი თვალით გვენახა.“

- განუცხადა ნიკოლინმა ფიფას ოფიციალურ ვებსაიტს.

„შემდეგ ჩვენ წავედით კოლუმბიაში „უემბლიზე“ და მისი თამაში ვნახეთ. კონტრაქტი შევთავაზეთ და ვალდერამამ ხელი უყოყმანოდ მოაწერა. მახსოვს, მეორე დღეს ყველა ამბობდა, რომ „მონპელიე“ იღბლიანი კლუბი იყო.“

ვალდერამას ფიზიკურად უფრო ძლიერ ლიგა 1-ში ადაპტაცია გაუჭირდა. მას არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ საოცრად შრომისმოყვარე იყო. მიუხედავად ამისა, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისას, ის კარიერაში თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა და „მონპელიეს“ საფრანგეთის თასი მოაგებინა.

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კარლოს ვალდერამა საფეხბურთო ხატად იქცა. ის არასდროს ყოფილა გამორჩეული ბომბარდირი, მაგრამ კოლუმბიას ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დიდებული გოლით, გაერთიანებული საამიროების დამარცხებაში დაეხმარა - 2:0.

იუგოსლავიასთან დამარცხების შემდეგ, კოლუმბია მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. ბოლო ტურში მათ მინიმუმ 1 ქულა სჭირდებოდათ მომავალში ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან.

კოლუმბია განწირულად გამოიყურებოდა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, როდესაც ლიტბარსკიმ გოლი გაიტანა. საქმეში ვალდერამა ჩაერთო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და ფრედი რინკონს საგოლე პასი გაუკეთა. საბოლოოდ 1:1 და კოლუმბია მერვედფინალში გავიდა..

სამწუხაროდ, მერვედფინალში რენე იგუიტამ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეცდომა დაუშვა მსოფლიოში და მილას გოლი აჩუქა. კოლუმბია 1:2 დამარცხდა და მუნდიალიდან გავარდა..

მიუხედავად ამისა, კოლუმბიაში გულშემატკივრები საკუთარი ნაკრების გამოსვლით მაინც ამაყობდნენ..

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი ტრაგიკული იყო. კოლუმბია ჯგუფში ჩარჩა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცენტრალური მცველი ანდრეს ესკობარი ჩაცხრილეს. ესკობარმა მუნდიალზე, ამერიკის წინააღმდეგ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და მკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახდა..

ვალდერამა და მისი თანაგუნდელები ესკობარის მკვლელობის გამო განადგურებულები იყვნენ.

„მასზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს. ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო და კარგი მეგობრები ვიყავით. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო.“

- განაცხადა ვალდერამამ 7 წლის შემდეგ „თაიმსთან“ ინტერვიუში

1998 წლის მუნდიალზე ვალდერამა კოლუმბიის ნაკრებთან ერთად ისევ თამაშობდა, მაგრამ ის უკვე 37 წლის იყო და კარიერის ბოლო პერიოდს ატარებდა. კოლუმბია კვლავ ჯგუფში ჩარჩა..

„ბუნებრივია მსოფლიოს ჩემპიონობა მინდოდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ არ ვიყავი. მხოლოდ მაშინ უნდა ინერვიულო, როცა არასდროს გექნება გარკვეული მიზნების მიღწევის შანსი და ფაქტია, რომ მე და ჩემს თანაგუნდელებს ეს შანსი არა ერთხელ, არამედ სამჯერ გვქონდა..

მსოფლიო ჩემპიონატი იმდენად რთულია, რომ 1994 წელს, როდესაც საუკეთესო ნაკრები გვყავდა, ჯგუფური ეტაპიც კი ვერ დავძლიეთ. ამის მოგება არ გვეწერა.. მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის საუკეთესო დღეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მქონდა.“

- განაცხადა ვალდერამამ

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარლოს ვალდერამა ყოველთვის ემახსოვრებათ და ამის მიზეზი მხოლოდ მისი ქერა, ხვეული თმა არ იქნება..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო