თბილისის დინამო, ანდრეს კარასკო
Aa
Aa

„ესპანელებს ჰგვანან, მაგრამ მეტი უნდა იმუშაონ“ - კარასკო ქართველებზე

თბილისის „დინამოს“ ესპანელი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო ესპანურ გამოცემა Infobae-ს ესაუბრა. მისი აზრით, ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი პრობლემა გამარჯვებულის მენტალიტეტის არქონაა.

ანდრეს კარასკო: „ასეთი დიდ კლუბში მწვრთნელად მუშაობა პრივილეგიაა. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და ჩემი ოცნება ახდა.

ქართველი და ესპანელი ფეხბურთელები მათი ტექნიკური თვისებებით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მათი საფეხბურთო ხარისხი ძალიან მსგავსია. ოღონდ, ქართველებმა გუნდური ფეხბურთის გასაუმჯობესებლად მეტი უნდა იმუშავონ.

ბევრი ფაქტორია. მათ შორისაა ხასიათის პრობლემა ფეხბურთელებში, რომლებსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვთ საკლუბო დონის მნიშვნელოვან შეხვედრებში. ადგილობრივ დონეზე საკმარისი დონე არაა, ბევრ ქომაგს სტადიონზე მისვლის ინტერესი არ აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქომაგებმა „დინამოს“ თამაშით კვლავ იამაყონ“.

45 წლის ანდრეს კარასკო თბილისის „დინამოს“ აკადემიის დირექტორის პოსტს იკავებდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ კარასკო მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი მთავარი მწვრთნელობისას „დინამომ“ ორი მატჩი ჩაატარა, „გაგრა“ და „სამგურალი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (1:6, 5:2).

კარასკო თბილისის „დინამოს“ აკადემიას 2011-12 და 2022-23 წლებში ხელმძღვანელობდა.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები