გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს პენალტი არ დაუდეს - უოტფორდის პირველი მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში „სტოკ სიტი" შინ „უოტფორდთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 53-ე წუთზე პორტუგალიელმა ანდრე ვიდიგალმა ეფექტური დარტყმით „სტოკ სიტისთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„უოტფორდის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი, როცა საჯარიმოში შეიჭრა და მცველი ჩამოიშორა, თუმცა ორთაბრძოლისას ბოლო მომენტში წაიქცა. განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, რადგან კონტაქტი აშკარაა, მეტოქის ფეხბურთელი ჩაკვეტაძის ფეხს ეხება.

საეჭვო ეპიზოდი

 

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში „უოტფორდი“ პირველად დამარცხდა. პირველ ტურში „უოტფორდმა“ შინ ქპრ 4:0 გაანადგურა, მეორე ტურში შინ „პლიმუტთან“ 1:1 ითამაშა, დღეს კი „სტოკთან“ დაკარგა ქულები.

გიორგი ჩაკვეტაძემ 15 პასი შეასრულა, მათგან 13 ზუსტი იყო (87 პროცენტი). მის აქტივში 1 საკვანძო პასია. ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-მა 6,7 დაუწერა.

ჩაკვეტაძის ყველა მომენტი სტოკ სიტისთან 

ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდის“ მეტოქე „ბლექბერნია“. შეხვედრა „უოტფორდის“ საშინაო არენაზე 27 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები