ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდომ ბოლო წამზე მოიგო - ზურიკომ 70 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „კონკარნუს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე, პედრო დიასით შეცვალეს. ამ დროის განმავლობაში, ზურიკოს ორი კარგი მომენტი შეექმნა, თუმცა ორივე შემთხვევაში ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.

საგულისხმოა, რომ „ბორდომ“ გამარჯვება ფაქტობრივად ბოლო წამზე მოიპოვა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ბარბემ შეასრულა და საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

2 ტურის შემდეგ, „ბორდო“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 2 ქულით (1 ქულა ფედერაციის გადაწყვეტილებით დააკლდა) მე-13 ადგილზე იმყოფება. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, სტუმრად „აიაჩოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანეს სადებიუტო გოლი, ჯერარდის გამარჯვება და ალ-ნასრის მარცხი რონალდუს გარეშე
მანეს სადებიუტო გოლი, ჯერარდის გამარჯვება და ალ-ნასრის მარცხი რონალდუს გარეშე