ნეიმარი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

გრანდიოზული შეთავაზება საუდის არაბეთიდან - ნეიმარის ტრანსფერი რეალურია

პსჟ-ის ბრაზილიელი სუპერვარკსვლავი, ნეიმარი შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადავიდეს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საუდელებმა როგორც პარიზულ გუნდს, ისე ფეხბურთელს გრანდიოზული შეთავაზება წარუდგინეს.

„ალ-ჰილალის“ შეთავაზებაზე პსჟ სერიოზულად ფიქრობს და დიდი შანსია, რომ მათ წინადადებას დათანხმდეს. საგულისხმოა, რომ გუშინ, პსჟ-მ ლიგა 1-ში პირველ ტურის შეხვედრა „ლორიენთან“ გამართა და ფრედ, 0:0 ითამაშა, ნეიმარი კი მატჩის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

31 წლის ფეხბურთელის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლების გამო, ფრანგული მედია წერს, რომ პარიზელები ნეიმარს აღარ ენდობიან და არის შანსი, ბრაზილიელმა ახალი სეზონის ძირითადი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს. ამის გამო, როგორც კლუბი, ისე ფეხბურთელი ორივე მხარისთვის ოპტიმალურ გამოსავალს ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით | რეალის ოფიციალური შეთავაზება და ვალენსიას პასუხი
1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით | რეალის ოფიციალური შეთავაზება და ვალენსიას პასუხი