ტრაგედია მცხეთაში - მეკარე მატჩისწინა მოთელვაზე გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია მცხეთაში - მეკარე მატჩისწინა მოთელვაზე გარდაიცვალა

ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე – მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

crystalsport.ge-ის რედაქცია გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

 

www.witgeorgia.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები