ვოლფსბერგერი
Aa
Aa

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - ალთუნაშვილის დებიუტი ვოლფსბერგერში

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში „ვოლფსბერგერი“ „კლაგენფურტს“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს, რომ ქართველი გულშემატკივრები „ვოლფსბერგერში“ სანდრო ალთუნაშვილის დებიუტს ელოდებოდნენ.

მოლოდინი გამართლა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 63 წამი დაყო.

ალთუნაშვილი ბურთს ჯამში 41-ჯერ შეეხო. 30 პასი გააკეთა, საიდანაც 25 ზუსტი იყო(83%). სანდრომ დრიბლინგი 3-ჯერ სცადა და წარმატებული მხოლოდ ერთი იყო. პოზიცია 8-ჯერ დაკარგა. 2-დან 2 საჰაერო დუელი მოიგო. გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა კი 6.7 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს სულ ცოტა ხნის წინ „ბათუმის დინამოდან“ 500 00 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. სანდრომ „ვოლფსბერგერთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეიგასთვის ბრძოლა გრძელდება - ნაპოლიმ თანხა გაზარდა
ვეიგასთვის ბრძოლა გრძელდება - ნაპოლიმ თანხა გაზარდა