ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პენალტებზეც იმუშავა | ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა. „კვარამ“ „ჟირონასთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში მარცხენა მუხლი იტკინა და საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ნეაპოლური გამოცემების ინფორმაციით, ხვიჩა შემტევების მოქმედებებზე და ტაქტიკურ საკითხებზე ორიენტირებული ვარჯიშების ერთ-ერთი გმირი იყო. ამის შემდეგ, რუდი გარსიამ გუნდი ბურთის ამოტანაზე ამუშავა, ბოლოს კი სავარჯიშო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. კვარაცხელიამ თავისი პენალტი გაიტანა და მისმა გუნდმა 7:6 მოიგო. პენალტების სერიის შემდეგ, ხვიჩა, ელმასი და რასპადორი სტადიონზე დარჩნენ და თერთმეტმეტრიანებზე ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება. გეტყვით იმასაც, რომ სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო მატჩს 11 აგვისტოს გამართავს და „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედომ თამაში შემოატრიალა - სტივ კინის გუნდის 3 ქულა საბურთალოსთან
ტორპედომ თამაში შემოატრიალა - სტივ კინის გუნდის 3 ქულა საბურთალოსთან