აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდა | კლუბის მიზნებზე და ამბიციებზე ილაპარაკეს

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის გადაბირება „ალ-ჰილალს“ უნდა და ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ჩამოდის. „პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მისი გაშვება არ სურს და მას სამომავლო გეგმები და მიზნები პირადად წარუდგინა.

Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდა და მათ გრძელი საუბარი ჰქონდათ. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა ნიგერიელ თავდამსხმელს განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში, მას ყველაფრის ცენტრში მოიაზრებს.

Il Mattino-ს მიხედვით, დე ლაურენტისს სურს, „ნაპოლიმ“ „სკუდეტოსთვის“ იბრძოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე იფრინოს და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. ამისთვის კი ოსიმენის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და დე ლაურენტისს ეს მშვენივრად მოეხსენება.

შეგახსენებთ, რომ 200 მილიონთან ერთად, „ალ-ჰილალი“ მზადაა, ვიქტორს ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 50 მილიონი ევრო გადაუხადოს. ვიქტორმა სერია A-ს გასულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და მის ანგარიშზე 26 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი გამოირიცხა? | ტუხელს ჩელსის მეკარის დამატება უნდა
მამარდაშვილი გამოირიცხა? | ტუხელს ჩელსის მეკარის დამატება უნდა